„ოპოზიციის ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე ასრულება არ უწერია“,- ამი შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, „ოცნებამ“ ქართულ პოლიტიკაში პრინციპული გარდატეხა შეიტანა.
„მათი ოცნება იყო ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ოცნებას არ უწერია ასრულება. რაც შეეხება ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს, ეს მიზნები პრინციპულად შესრულებულია. გვქონდა ჩვენ სახეზე დემოკრატიული გარდატეხა, ეკონომიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, სოციალური მიმართულებითაც რამხელა პროგრესი იყო?! საგარეო მიმართულებას რაც შეეხება, აქ საერთოდ ცა და დედამიწაა რაც ხდებოდა 2008-2012 წლებში და რაც ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ პრინციპული გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში და ამაზე გვექნება დღევანდელი პრეზენტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს საარჩევნო სია წარუდგინა.











