ნიკა მელიასთან პირდაპირ ეთერში დაპირისპირების შემდეგ, გუბაზ სანიკიძე პირველ კომენტარს აკეთებს:
„ეს თემა ჩემს და მელიას შორის გაირკვევა, არ მგონია, რომ საქვეყნო თემა იყოს, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, გაცილებით უფრო სერიოზული. ჩემი და მელიას ურთიერთობა არ არის საკვანძო საკითხი არც ქართულ პოლიტიკაში და ა.შ.
სკანდალური იყო რა თქმა უნდა, ორივე საკმაოდ განერვიულებულები ვიყავით, მოგვარდება ეს საკითხი, არ მგონია ეს მთავარი პრობლემა იყოს ქვეყანაში. შეგზავნილი ნამდვილად არ ვარ.
მთავრი საყვედური რაც იყო ჩემს მიმართ ისმის, ისაა, რომ დრო და და ადგილი არ იყო შერჩეულიო, აბა რა უნდა გავაკეთო, ნარიყალაზე ავიდე და იქ გავაკეთო განცხადება, თუ სად? რას ნიშნავს დრო და ადგილი არ არის სწორი? უმორჩილესად ვთხოვ, ვინც გულშემატკივრობს ოპოზიციას, შემირჩიონ დრო და ადგილი. მე ჩემი მოსაზრება ვთქვი“, – განაცხადა სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.










