იმერეთში სტიქიის მიერ მიღებული ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. ორდღიანმა წვიმამ იმერეთში რვა მუნიციპალიტეტი დააზარალა.
სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონებში ზარალის ოდენობის დათვლა დასრულებული არაა.
„იმერეთში უხვმა ნალექმა რვა მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძირითადად დაზიანდა გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და დაიტბორა სახლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, ჯერ დასრულებული არ არის და როგორც კი გახდება ცნობილი სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: კესო მოლაშხია











