ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ორი რისკ-ჯგუფი ჩაერთვება.
„დიალიზის პაციენტებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. მათთვისაც გაიხსნება ფანჯრები იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. ისინი არიან მიმაგრებულები შესაბამის დაწესებულებაზე და მათი აცრა მოხდება იქ, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას. ასევე რისკჯგუფად ჩავთვალეთ ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ მაღალი რისკის პირებს“,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.











