„ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია“ – ამ შინაარსის ინფორმაციას პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უფლის წყალობით , ჩვენს ოჯახში ყველასთან, მადლობა დიდი გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია??? სიკეთით დამებრუნებიოს, დიდი მადლობა“ – დაწერა საკუთარ ფეისბუქზე რამდენიმე წუთის წინ თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, კორონავირუსზე უარყოფითია ოჯახის სხვა წევრების ტესტებიც.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით, ვირუსი მის მეუღლეს და დედასაც დაუდგინდა.











