ოშპიტელი-გუდამაყრის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ტერიტორია ორი დღის განმავლობაში მთის ჩამოწოლილი ფერდობის გამო ჩაკეტილი იყო. ამავე მიზეზით გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა 22 სოფელი.
გზის გაწმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც გეოლოგებმა ადგილი სამუშაოებისთვის უსაფრთხოდ ჩათვალეს.
დღის ბოლოსთვის მოხერხდა ყველა აბონენტისთვის ელექტროენერგიიის მიწოდებაც.











