ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ საღამოს ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ერთი ქალბატონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, ის დამლაგებლად მუშაობს.
მეორე კი სოფელ ლაითურიდანაა.
მერიის თანამშრომელს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
„ორი ახალი შემთხვევა გვაქვს ამ საღამოს, ორივე ქალბატონია, ერთი ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს და ოზურგეთის მერიის თანამშრომელია, დამლაგებლად მუშაობს. ხოლო მეორე ლაითურიდანაა“ გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის 190 შემთხვევაა ამ დროისთვის დადასტურებული და კოვიდინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











