ოზურგეთის ოზურგეთის N60-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტს და კომისიის კიდევ ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუს” ოზურგეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის წევრმა, მზია წერეთელმა დაუდასტურა.
„ერთი წევრი უკვე გვყავდა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა მეორე, კომისიის იურისტი. ყველა თანამშრომელი, გარდა კომისიის თავმჯდომარის და მდივანისა თვითიზოლაციაში არიან, მათ კი ეპიდემიოლოგები აკვირდებიან და თუ სიმპტომები დაეწყებათ, ტესტირებას ჩაუტარებენ“, -განაცხადა წერეთელმა.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











