ცოტა ხნის წინ ოზურგეთში 7 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ ბავშვის ნათესავმა უამბო, მოზარდი, პურის საყიდლად მაღაზიაში მიდიოდა და გზა რომ გადაჭრა, მაშინ დაეჯახა მანქანა.
„აღმაშენებლის ქუჩაზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან, ბავშვი მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა და გზაზე გადასვლის დროს, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მძღოლმა თავად გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებში ბავშვი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში იმყოფება. აქვს დაჟეჟილობები, მუცელში აქვს სითხე, ცოტა ხანში გადაიყვანენ ბათუმში.“- გვიყვება ბავშვის ნათესავი.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე მუნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











