ოზურგეთში „მედალფას“ კლინიკაში 62 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ დაუდასტურა.
კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელის დავით მდინარაძის თქმით, „პაციენტს თანმხლები დაავადება, თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
„პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე აუღეს ტესტი და ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციას მისი გადაყვანა ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში” უნდოდა, რადგან ჩვენი კლინიკა კოვიდინფიცირებულებს არ მკურნალობს, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.“- განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











