ოზურგეთში, ლაითურის სკოლის 7 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 სექტემბერის მონაცემებით, ლაითურში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 7 სკოლის მოსწავლეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, ლაითურში ინფიცირების მაღალი მატება შეინიშნება.
შეგახსენებთ, დაბა ლაითურში შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია. კორონავირუსი დადასტურებული აქვთ პედაგოგებს, მოსწავლეებს, სკოლის ავტობუსის მძღოლს, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ თანამშრომლებს.
გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 169 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 128 ოზურგეთში, 30 ლანჩხუთში და 11 ჩოხატაურში.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











