ოზურგეთში კორონავირუსი ერთი ოჯხის სამ წევრს დაუდასტურდა.
დედა, მამა და ერთ წლამდე ბავშვი, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ეს ინფორმაცია “პრაიმტაიმს” დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, არის ასეთი ოჯახი ქალაქის ტერიტორიაზე. ერთი წლის ბავშვს და მის მშობლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, ასევე მეორე 3 წლის ბავშვსაც უფიქსირდება სიცხე და მასაც ქუთაისში გადაიყვანენ. ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











