ლაითურის სკოლის სამ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი კლასელები არიან. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული ბავშვის დედასაც. ეს იმ არასრულწლოვნის კლასელები არიან, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა
ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ მიაწოდა.
„ბოლო მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 7 შემთხვევა, სამი არასრულწლოვანი არის ლაითურიდან და ისინი კლასელები არიან. ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი ბავშვის დედასაც. არის კიდევ ერთი შემთხვევა ლაითურში. კიდევ გვყავს ინფიცირებული სოფელ მერიიდან და სოფელ ჭანიეთიდან „აჭარა-ტექსტილის“ თანამშრომელი“,- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა და ყველა მათგანი ოზურგეთში ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით კი რეგიონში, კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











