ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ლაითურის14 წლის სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი კლასელისგან გადაედო. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ მიაწოდა.
„ბოლო მონაცემებით ინფიცირების 8 შემთხვევიდან ერთი არის არასრულწლოვანი, ლაითურის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, მას ვირუსი კლასელისგან გადაედო და მას ვირუსი იზოლაციაში ყოფნის 12 -ე დღეს დაუფიქსირდა“, – გვითხრა ქუტიძემ.
ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში 187 კოვიდ დადებითი პაციენტია. აქედან 141- ოზურგეთში, 37- ლანჩხუთში და 11-ჩოხატაურში. გარდაცვალების სამი შემთხვევა გვაქვს, ბოლო პაციენტი 88 წლის ქალბატონი, დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











