ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიიღებს.
„პრაიმტაიმნიუსი“ პაატა ბურჭულაძეს დაუკავშირდა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში საკუთარი კანდიდატურა ამ ეტაპზე, არ დაადასტურა. თუმცა, ბურჭულაძის თქმით, აპირებს არჩევნებში გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში იბრძოლოს.
„მე დიდი ალბათობით ვიქნები ოპოზიციურ ბლოკში ,,ძალა ერთობაშია”, სადაც ჩემი შექმნილი პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის” შედის. ამ დროისთვის მეტს ვერ გეტყვით,“- უთხრა „პრაიმტაიმს“ პაატა ბურჭულაძემ.
„პაატა ბურჭულაძე ჩვენს საერთო ბრძოლას შეუერთდება“- ნუგზარ წიკლაური











