აზრთასხვადასხვაობის საკითხია ოპოზიციაში თუ ვის რამდენი კვოტა ეკუთვნის. გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრი „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ კვოტას, მაჟოირატ კანდიდატების წარდგენაზე ვერავინ დააწესებს.
ვერავინ დააწესებს ვერანაირ კვოტას მანამ, სანამ ოპოზიცურ ფორმატში ეს არ განიხილება. ეს არის პარტიების სურვილი რაც გაკეთდა. ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებასაც გააჩნია გარკვეული მოსაზრებები, – ამბობს “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
საუბარი იმის შესახებ, რომ თბილისის 8 ოლქიდან 2 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკავა და არა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, გუშინ გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო, მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი ერთი სუბიექტი არიან, ამიტომ ეს პრენეტზია უსამართლოა.
საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება შესაძლოა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს











