ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული – აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც, რატომღაც, ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული – აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.











