სახლის პირობებში დექსამეტაზონისა და სისხლის გამათხელებლის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.
„არავითარ შემთხვევაში, დექსამეტაზონი მსუბუქ ავადმყოფებსაც არ ენიშნება, ის გამოიყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების სამკურნალოდ, ასე რომ, დექსამეტაზონი ძალიან სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.
სახლის პირობებში არც დექსამეტაზონი, არც სისხლის გამათხელებლების გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და არც სჭირდება პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას“, – ამბობს იმნაძე „ფორმულასთან“ საუბრისას.











