23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ პანაშვიდის დღეებში, ბაჩალიაშვილების სახლში, ყველასათვის უცნობი პიროვნება კარადაში „იქექებოდა“.
როგორც თეონა თამაზაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, მას ზუსტად არ ახსოვს, რადგან დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული.
„მე ძალიან ცუდად ვიყავი, მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც ზეწარი იყო გადაფარებული, იქექობდა იმ კარადაში. ჰკითხეს რას აკეთებ აქო, უთხრა, – რომ მეზობელი ვარო, მერე ჩემმა ნათესავებმა ჰკითხეს, რომ ჩვენ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. იმან უპასუხა, მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
თეონა თამაზაშვილის ასევე გამოეხმაურა შსს-ს გადაწყვეტილებას ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის საკითხზე და თქვა, რომ FBI რასაც დაადგენს ყველაფერზე თანახმაა.
„FBI-ს ვენდობი, რასაც დაადგენენ, ყველაფერზე თანახმა ვიქნები“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.











