პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, ჯანდაცვის სექტორი სრულად იყოს მზად, იმისთვის, რომ მართოს ახლად დადასტურებული შემთხვევები. მეორეს მხრივ, ეკონომიკის გახსნა და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 478-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი.











