fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანდემიამ გლობალური ტურიზმი 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა

23:25 November 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმის სექტორი მხოლოდ 2021 წელს 2 ტრილიონი დოლარით დააზარალა. აღდგენითი პროცესი კი კვლავ ნელა და რთულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

პროგნოზი, რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს არც ისე იმედისმომცემია. განსაკუთრებით ბოლო დროს მზარდი ინფიცირების მაჩვენებლებისა და ახალი ვარიანტების ფონზე.

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირებულ 1.5 მილიარდ მგზავრთან შედარებით კვლავ 70-75%-ით ნაკლებია.

გლობალური ტურიზმის სექტორი გასულ წელს პანდემიის გამო დაკარგული 2 ტრილიონიანი შემოსვლის გამო ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც კოვიდ-19-მა განსაკუთრებით დააზარალა. გაეროს სააგენტოს არ აქვს მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ დინამიკას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის. თუმცა მისი საშუალო ვადიანი პროგნოზიც არც ისე ოპტიმისტურია.

„მიუხედავად რეალური გაუმჯობესებისა, ვაქცინაციის არათანაბარი ტემპები მთელ მსოფლიოში და კოვიდ-19-ის ახალმა ვარიანტებმა, როგორებიც დელტა და ომიკრონია, შეიძლება ისედაც სუსტ და ნელ გაუმჯობესებაზე დიდი გავლენა მოახდინოს“, ამბობენ ორგანიზაციაში.

„ეს ტურზმის ინდუსტრიისთვის ისტორიული კრიზისია, მაგრამ სექტორს აქვს ძალების სწრაფად მოკრების პოტენციალიც“, ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. „მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ 2022 იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე – 2021“, – უთხრა პოლოლიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ ფრანს პრესს“.

ორგანიზაცია ქვეყნებს კოვიდ-პროტოკოლების ჰარმონიზაციისკენ მოუწოდებს, რათა მგზავრებმა თავი დაცულად იგრძნონ და დაბნეულობაც ნაკლები იყოს.

წელს, ზაფხულში საერთაშორისო ტურიზმი შედარებით გაუმჯობესდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ამის მიზეზი კი დიდწილად სწრაფი ვაქცინაცია და შეზღუდვების შემცირება იყო. 2021 წლის მესამე კვარტალში ზოგიერთ რეგიონში სტუმრობამ პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მიაღწია, მაგალითაც კარიბის ზღვისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ისევე, როგორც სამხრეთ ევროპაში. თუმცა ქვეყნების ნაწილში ტურისტები თითქმის საერთოდ არ ჩადიოდნენ.

განსაკუთრებით კი აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფოებში. აქ საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 95 %-ით იყო შემცირებული 2019 წელთან შედარებით. ტურისტებისთვის სრულადაა დაკეტილი 46 ტერიტორია – მსოფლიოში ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილების 21 %. 55 %-ის საზღვრები მხოლოდ ნაწილობრივაა დახურული უცხოელი სტუმრებისთვის. ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მხოლოდ 4 ქვეყანაში მოხსნეს – კოლუმბიაში, კოსტა-რიკაში, დომინიკის რესპუბლიკასა და მექსიკაში.

მოგზაურობისა და ტურიზმის მომავალი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური სამიტის მთავარი საკითხი იქნება. სამიტს 159 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ის მარაკეშში უნდა გამართულიყო, თუმცა მოროკომ ღონისძიებას სწორედ არაერთ ქვეყანაში მზარდი ინფიცირების გამო არ უმასპინძლა.

პანდემიამდე ტურიზმის სექტორი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამუშაო ადგილების 10%-ს უზრუნველყოფდა.

თეგები: პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჯანმო: არსებულმა კოვიდ ვაქცინებმა ადამიანები ომიკრონი ვარიანტი მძიმე ფორმების განვითარებისგან უნდა დაიცვან

December 8, 2021
847
მსოფლიო

WHO-ს ხელმძღვანელი: კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გაჩენა იმის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ კორონავირუსი არ დასრულებულა

November 30, 2021
796
მსოფლიო

მომდევნო წელს კორონავირუსი გრიპზე იშვიათი გახდება – ბილ გეიტსი

November 25, 2021
950

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია