პანდემიის გამო, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ამცირებს.
განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სამოგზაურო და ჯანდაცვითი შეზღუდვების, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების რიცხვის შემცირების გამო, OSCE/ODIHR-ის ოფისმა გადაწყვიტა მისი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეამციროს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
მათივე განმარტებით, სამი მისია განაგრძობს მუშაობას და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის წინასწარ შეფასებას ყოველი საარჩევნო დღის შემდეგ. აქვე ODIHR მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული სამი ქვეყნის მთავრობების მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის.











