„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალს ვერ გამოიგონებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა და უკვე რეგულაციებს მეორედ ამკაცრებს.
„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებს. ეს არის მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, ამას ქვეყანა ირჩევს ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით და ეს გარკვეული პერიოდულობით ყველგან მეორდება.
მეორე მიმართულებაა აქტიური და ადრეული გამოვლენა, ტესტირების მაქსიმალური გაფართოება.
შემდეგ შემთხვევების მართვის ძირითადი ღერძი დღეს გადის პირველადი ჯანდაცვის ექიმებზე, რათა მათ მსუბუქ პაციენტებს, რომლებიც 85%-ზე მეტია, მოუარონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში.
ასევეა, კოვიდავადმყოფების ჰოსპიტალური სისტემით მართვა“.











