fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პაპუაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები დადებითად არის შეფასებული, რეკომენდაციები კი ტექნიკური ხასიათისაა

18:18 April 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული.

რაც შეეხება 3 რეკომენდაციას, პაპუაშვილის თქმით, ისინი ტექნიკური ხასიათისაა.

„ცვლილებებში ავსახეთ ვენეციის კომისიის შარშანდელი რეკომენდაციები. ამას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიც, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით შეთანხმების ეს პუნქტი შესრულებულია. ვენეციის კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ცვლილებები. ასევე არის სამი რეკომენდაცია, თუმცა ტექნიკური ხასიათისაა, აქედან ორი კანონით ისედაც არის გათვალისწინებული, ერთი კი შესაძლოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.

პირველი შენიშვნა შეეხება იმას, რომ შეჩერდეს პროცესი, როდესაც გასაჩივრებულია უზენაესი სასმართლოს შესაბამის პალატაში. ეს კანონში გათვალისწინებულია და შესაძლებელია, რომ ვენეციის კომისიას ეს მომენტი გამორჩა. მეორე საკითხი შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს რჩევის ხასიათისა – უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ხელახლა დაწყება. აქ ერთი გარემოებაა – ცვლილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, ეხება საბოლოო შეფასების პროცესს, სადამდეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯერ მისული არ არის, ინტერვიუების ეტაპზეა. ჩვენ ისიც კი დავუშვით, რომ ახალი, დამატებითი განაცხადებიც მიიღო კანდიდატებისგან. ეს ნაწილიც არარელევანტურია, ვინაიდან ის ცვლილებები, რომლებიც მივიღეთ, მიმდინარე პროცესს არ ეხება. ვენეციის კომისია თანაბრობაზე როდესაც საუბრობს, თანაბრობა უზრუნველყოფილია, ვინაიდან ცვლილებები ინტერვიუების პროცესს არ ეხება.

მესამე რეკომენდაცია ეხება საკითხს, როდესაც გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, და შემდეგ ის ადამიანი, რომლის შეფასებაც სასამართლოს მხრიდან დახარვეზდა, უნდა მონაწილეობდეს თუ არა შემდეგ განხილვაში. თუ საქმე გვაქვს უხეშ დარღვევასთან, ისედაც არის საფუძველი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუჩერდეს უფლებამოსილება. სხვა შემთხვევაში, ისედაც გვაქვს ჩანაწერი ინტერესთა კინფლიქტთან დაკავშირებით. ასე რომ, აქ დამატებითი რეგულაცია საჭირო არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა შეფასების თხოვნითაც კომისიას 8 აპრილს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

თეგები: ვენეციის კომისიაშალვა პაპუაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
783
პოლიტიკა

პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
776
პოლიტიკა

ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი – შალვა პაპუაშვილი

December 31, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია