„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტი იმუნიტეტს მოუხსნის. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულება შეაფერხოს და დეპუტატი, რომელიც სრულიად ღიად გადის კანონის ჩარჩოებიდან ხელი დააფაროს მას. როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა.










