2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ განცხადებებს ამ ვადის შესაბამისად, 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად წარედგინება ბიუროს და აქედან გამომდინარე უკვე, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.











