პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია.
პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 – 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა.
ახალი კოდექსის თანახმად, აუცილებელია, კომისიის წევრები მაღალი კვორუმით აირჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 6 თვით აირჩევიან.
ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.











