პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.
25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც ვერ მოესწრებოდა. ამიტომ პოლიტიკური დებტები დღეს გაგრძელდება.
რეგლამენტის მიხედვით, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.











