„პოზიციები საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით, არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს პოზიტიური შედეგით, ვგულისხმობ, პარლამენტში შესაძლოა ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია. ჩვენ დეტალებთან დაკავშირებით, განვაგრძობთ მუშაობას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოყვანა საარჩევნო პროცესში, რომელიც არის მაგალითად, ელექტრონული მთვლელების გამოყენება და თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტშია იყოს იქ წარმოდგენილი“,- განაცხადა თალაკვაძემ.











