პარტია „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია იქნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან” პარლამენტარმა დავით ზილფიმინმა განაცხადა.
შეგახსნებეთ, დღეს „ევროპელი სოციალისტების” სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება. ახალ პარტიას „პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესული დეპუტატები აფუძნებენ. ესენი არიან: ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე.











