“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში გენერალური მდივნის თანამდებობა არ უქმდება.
“ეს თანამდებობა, ბუნებრივია, არ უქმდება. კახის როგორც ჩანს, მოერიდა საკუთარ თავზე საუბარი, ხომ არ იტყოდა, ეს სტატუსი პარტიაში როგორ უნდა გაუქმდესო. მივაწეროთ თავმდაბლობას. არ ვიცი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ”, – ამის შესახებ კახი კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ “ქართულ ოცნებაში” გენერალური მდივნის თანმდებობის შესაძლო გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.











