პატრიარქს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთონ. პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია.
„შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ.“ – განაცხადა ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსთან“.
ამ დროისთვის, კორონავირუსი დაახლოებით, 20-მდე სასულიერო პირს აქვს.











