„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის გამო დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკანაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ გავზარდოთ დაძაბულობა, გადავწვიტე, საკუთარი ნებით დავტოვო თანამდებობა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის და ყველგან დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს!“ – წერს საკანია სოციალურ ქსელში.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს გავრცელდა. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განმარტების სახით განაცხადა, რომ ის გიორგი ლომიასთან ერთად ილორის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა.











