fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პენიტენციური სამსახური პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

23:00 February 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
907
ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობის მიზეზით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა და სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ექიმები პატიმრის გადარჩენას ცდილობდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სრული სიცრუეა, თითქოს პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა. თავად სიუჟეტში იყო აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ლ.რ.-ს 2020 წლის მარტში ოპერაცია ჩაუტარდა. სინამდვილეში მსჯავრდებულს მისი საჭიროებიდან გამომდინარე არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მხოლოდ 2020 წელს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ 3 372.50 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტში ითქვა, თითქოს მსჯავრდებული სასჯელს იხდის N15 დაწესებულებაში, თუმცა სინამდვილეში იგი N10 დაწესებულების პატიმარია.

რაც შეეხება 2021 წლის 3 თებერვალს მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების მიყენებას, მსჯავრდებულმა მუცლის კედლის წინა ზედაპირზე მიიყენა 5 მილიმეტრი სიღრმის დაზიანება. მას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო მომსახურება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ. დაზიანების შემდგომი დამუშავების მიზნით იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დამატებითი კვლევები, ჭრილობაზე დაედო ნაკერი, რის შემდეგაც ლ.რ. დაუბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილს. აღსანიშნავია, რომ თავად ტელეკომპანია “ტვ პირველის” პირდაპირ ჩართვაში კადრში ჩანდა მსჯავრდებული ლ.რ., რომელიც კლინიკაში მიყვანისას თავისი ფეხით გადაადგილდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი არ არის მძიმე მდგომარეობაში. ამდენად სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თავად სიუჟეტში ნაჩვენებმა კადრებმა გამორიცხა.

ინფორმაციისთვის, ლ.რ. 2016 წლიდან იხდის სასჯელს საქართველოს სსკ 178-ე მუხლით (ძარცვა), ასევე წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და როგორც ზემოთ აღინიშნა, პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას მას არაერთხელ გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა ბუასილის ოპერაცია, განმეორებით 2020 წლის მარტში – ოპერაცია ანალური ხვრელის სტენოზის გამო. 2020 წლის ივნისში იმყოფებოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობაზე, სადაც მას ჩაუტარდა გამოკვლევები: ეზოფაგოგასტრო დუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და სხვა კლინიკო- ლაბორატორიული გამოკვლევები. მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი ქრონიკული გასტრიტი, რეფლუქსეზოფაგიტი, ქრ. კოლიტი, ქრ. დუოდენიტი, ქრ. ქოლეცისტიტი. იგი რამდენჯერმე იყო გაყვანილი კლინიკაში ამბულატორიულად, მათ შორის ბოლოს 2020 წლის დეკემბერში. მიეცა რეკომენდაცია ამბულატორიულ მკურნალობაზე, რაც უტარდება დღემდე. ამასთან, მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს რეკომენდირებული მკურნალობის რამოდენიმე კურსი გასტროპროტექტორებით, სპაზმოლიტიკებით, პრობიოტიკებით, ფერმენტებით და ვიტამინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: პენიტენციური

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

November 7, 2021
902
საზოგადოება

ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჩაერთნენ

August 18, 2021
812

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია