პენსილვანიის შტატის სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის სასარგებლოდ დაადასტურა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„დღეს შტატის სახელმწიფო დეპარტამენტმა პენსილვანიაში 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ დაადასტურა“, – დაწერა ვულფმა.
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობდნენ.











