აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვაქცინის გაკეთებას 21 დეკემბერს საჯაროდ აპირებს.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.











