„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა კომისიამ მათივე გადაცდომები უნდა გამოიძიოს, რაც არის ფარსი, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩიხლაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაერთვება ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში:
“თუ კომისია ოპოზიციის მიერ იქნება დაკომპლექტებული და მას ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ასეთი კომისიის მუშაობაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.









