fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფაშინიანი: 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება პოზიტიური ატმოსფეროს იმედს იძლევა

00:24 June 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება პოზიტიური ატმოსფეროს იმედს იძლევა. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ერევანში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„15 მძევლის დაბრუნება, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, იმედის აჩენს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება კლიმატის არსებითი ცვლილება რეგიონში. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი დატყვევებული ძმები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე განცხადებით, „ღია კომუნიკაციას და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას აზერბაიჯანის პროვოკაციული განცხადებები უშლის ხელს“.

ამავე გამოსვლაში სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთისა და ირანის ურთიერთობების სტრატეგიული მოკავშირის დონემდე გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფაშინიანმა თავის გამოსვლაში ასევე თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხი მთიანი ყარაბაღის თემასთან არაა დაკავშირებული.

„მთიანი ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად ჩვენთვის მისაღებია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის განცხადებები, ანუ ის, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ არის გადაჭრილი“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა სიუნიქისა და გეღარქუნიკის რაიონებში არსებულ ვითარებაზე და მოუწოდა აზერბაიჯანელს სამხედროებს, დატოვონ სომხეთის ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ სიუნიქისა და გეღარქუნიკის რაიონებში ვითარება უკვე თვეზე მეტია, დაძაბულია. სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ამ დრომდე სომხეთის ტერიტორიაზე რჩებიან, რასაც ბაქოში უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული რუკებით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

თეგები: ნიკოლ ფაშინიანისომხეთ-აზერბაიჯანი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

October 13, 2021
2.8k
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის

September 9, 2021
781
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს

September 9, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია