სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დარჩება ხელშეუხებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს ხელმოწერილი ყარაბაღის ზავის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება. მაგრამ გადაუჭრელი საკითხები უნდა გადაწყდეს ცივად, მშვიდად, მუშაობის შედეგად ”, – აცხადებს ფაშინიანი.











