„ბოლო 4-5 დღის მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი, მაისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ივლისის დასაწყისთან შედარებით, სომხეთში კორონავირუსის კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„ბოლო 4-5 დღის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი, მაისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს შედარება შეფარდებითია, რადგან სამწუხაროდ, მონაცემების სტატისტიკა შემცირდა არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ გარდაცვალების გამოც“, – განაცხადა ფაშინიანმა.











