სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილი, აშოთ ფაშინიანი ჯარში მოხალისედ ჩაეწერა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა.
„ახლახან ცენტრალურ სამხედრო კომისარიატში მოხალისედ ჩავეწერე. პატივცემულო მეგობრებო, დადგა ჯერი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩავდგეთ“, – წერს აშოთ ფაშინიანი.
Հենց նոր կամավորագրվեցի կենտրոնական հավաքակայանում:Համածառայակից ընկերներ ջան, եկելա մեր հերթը մատուցելու հայրենիքին մեր ծառայութնյունները:
Posted by Ashot AshPash on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
მანამდე კი ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა, სამხედრო სამსახურში დაბრუნდნენ, რადგან მისი თქმით, ისინი ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი შვილის ჩანაწერი გაიზიარა და დაწერა: „ჩვენი შვილი ჯარში წავიდა“.











