ფილიპინებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფილიპინებში კორონავირუსის 1,013,618 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 16,916 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 925,027-ს შეადგენს.











