ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ქვეყნის სასამართლომ „კიბერ ცილისწამებისთვის“ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული თავშესაფრად, რათა პასუხისმგებლობა თავიდან იქნას არიდებული“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტში.
რესას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, საინფორმაციო საიტის „Rappler“-ის დამფუძნებელს, მარია რესას ბიზნესმენ ვილფრედო კენგის საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გარცელებას ედავებიან. სწორედ ამ ბიზნესმენის უკანონო საქმიანობის შესახებ გაავრცელა სააგენტომ ინფორმაცია.
Rappler- ი გამოცემაა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს ხშირად აკრიტიკებს.
მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რესას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სამართალთან არანაირი კავშირი აქვს და პრეზიდენტ როდრიგო დეტერტეს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებას ემსახურება.
2018 წელს Time-მა მარია რესა „წლის ადამიანად“ დაასახელა.











