fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:29 May 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„მონაცემთა ანალიზის შედეგად, შექმნილი საბაჟო რისკის პროფილის საფუძველზე, რომელიც შეეხება ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხიდან შერჩეულ 10 სასაქონლო კოდს, (აღნიშნული საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან) შეირჩა 18 სხვადასხვა კომპანიის, 28 საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

10 კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 16 დეკლარაციის შემთხვევაში, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა და გაფორმების პროცედურები დასრულდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

სამი კომპანიის სახელზე რეგისტრირებული 3 დეკლარანტის მიმართ, ვინაიდან დეკლარირებული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და თითოეული დეკლარაციისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატებოდა 15 000 ლარს, შედგენილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ფინანსური სანქციის სახით, თითოეულ დეკლარატს ჯარიმა 1583,63 ლარი განესაზღვრა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტური და ფიზიკური ინსპექტირების ეტაპებზე წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ 6 სხვადასხვა კომპანიის (9 დეკლარაცია) მიერ იმპორტირებული ჰიგიენის ნაწარმი, რომლის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 467 ათას ლარს, არ წარმოადგენს 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს და მისი ასეთად დეკლარირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. შესაბამისად, საქონლის მაღალი ღირებულებიდან და სავარაუდოდ, შეგნებულად, თავიდან არიდებული იმპორტის გადასახდელის დიდი ოდენობიდან გამომდინარე ინფორმაცია და საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ეფექტიანი პრევენციისა და ამასთან, მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ტიპის კონტროლის ღონისძიებებს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“,- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

 

საქართველოში ამინდი უარესდება

თეგები: დარღვევებისაგამოძიებო სამსახური

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

September 12, 2021
806
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

August 3, 2021
789
სამართალი

დააკავეს ავტოსკოლის თანამშრომელი, რომელიც ყალბ მართვის მოწმობებს ამზადებდა

June 16, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია