კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კოვიდის ახალმა ვარიანტმა ვირუსის შემთხვევების მატებას ხელი შეუწყო.
საგანგებო მგდომაროების გამოცხადება ხელისუფლებას სკოლების დახურვისა და რეგიონებს შორის გადაადგილების აკრძალვის შესაძლებლობას აძლევს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფინეთში კორონავირუსის 58,064 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 742 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 46,000 -ს შეადგენს.











