fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფონდი „ქართუ“ ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობას 100%-ით დააფინანსებს

12:42 October 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
856
ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა და დღეს შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებას წარვუდგინოთ ეს პროექტი. ეს იქნება მულტიფუნქციური პარკი, სადაც თბილისის ყველა მცხოვრები, ასაკის მიუხედავად, შეძლებს დასვენებას, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხდა.

მისი თქმით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე. „ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს ტერიტორია წლების წინ შეიძინა კერძო პირებისგან. მან მიიღო გადაწყვეტილება, ეს ტერიტორია გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. ფონდი „ქართუ“ იქ სამუშაოების ჩატარებას 100%-ით დააფინანსებს და ახალი ცენტრალური პარკის შექმნას“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

 

ნახეთ: ასეთი იქნება ახალი იპოდრომი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა – ფოტო

 

მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ფონდმა $3 მილიარდის ქველმოქმედება განახორციელა საქართველში და მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო. „კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი. ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენა და რაღა თქმა უნდა, ძეგლების დაცვა. ფონდს უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული ამ მხრივ. კერძოდ, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, რომელზეც წლების განმავლობაში ვზრუნავთ. ახლახან დასრულებული დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, ჩვენი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები, სადაც ჩვენ უამრავი ინფრასტრუქტურა აღვადგინეთ. ამჟამად მიმდინარეობს თბილისში ურბანული ტყის პროექტი, რომელიც ხორციელდება მთაწმინდის და ვერეს ფერდობზე და უახლოეს მომავალში თითქმის 700 ჰექტარის ფართობი იქნება ისევ განახლებული. ეს სარეკრეაციო ზონა ახალი მწვანე ფილტვების ფუნქციას შესძენს ამ ადგილს და გააჯანსაღებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას დედაქალაქში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 

⭕LIVE: თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია

⭕LIVE: თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია

Posted by Prime Time on სამშაბათი, 06 ოქტომბერი, 2020

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.

თეგები: თბილისის ცენტრალური პარკიიპოდრომი

დაკავშირებული სტატიები

დედაქალაქი

თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა 19 ოქტომბერს დაიწყება

October 7, 2020
820
პოლიტიკა

მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ

October 6, 2020
796
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, ეს ტერიტორიები საჩუქრად მივიღოთ – კახა კალაძე

October 6, 2020
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია