ფოთში, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი პედაგოგია, დანარჩენები კი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ კონტაქტები არიან.
მათივე თქმით, ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.
„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. ჩვენს ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.“ – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.
ამ დროისთვის ფოთში სულ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 28 გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში 191 პირი იმყოფება.
ავტორი: თეა შონია











