ფოთში, 4 თებერვალს შსს მომსახურების ცენტრთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილის ადვოკატ ნუგზარ ტყებუჩავას, სამხარეო პოლიცის შენობაში საქმის მასალები გადასცეს.
„დღეს ჩამბარდა საქმის მასალები მთლიანად რაც აქვს გამოძიებას ამ მომენტისთვის მოპოვებული, ჩვენ მას ზოგადად გავეცანით. პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ არის, არის მხოლოდ ზოგადი მითითება. ვერც ერთი მოწმე ვერ ასახელებს მას და ვერც აღწერს. იქ არის მითითებული, რომ იყო მამაკაცი კაპიშონში და პირბადით. ეს რომ დააკავეს სხვა ჩაცმულობით იყო, კადრზე და მოწმეების მიერ სხვა ჩაცმულობით არის დასახელებული. როდესაც ჩვენება მისცა ბრალდებულმა, დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუ სად იყო იმ დროს, როგორც ამბობს მკვლელობის მომენტში იყო ქალაქის ცენტრში კბილის პოლიკლინიკასთან. ჯერ არ გამოიუკითხავთ და და მეუღლე, რომლებიც მან წაიყვანა კბილის პოლიკლინიკაში 26 მაისის ქუჩაზე. იქ არის ერთი ვიდეოთვალი და ჩვენ შევეცდებით იმ ვიდეოთვალის ჩანაწერი ამოვიღოთ. როგორც ამბობს, ის სხვა მანქანით გადაადგილდებოდა, დაახლოებით სამ კილომეტრში შემთხვევის ადგილიდან. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს,“- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი შალვა შალიკაშვილი დააკავა.
ავტორი: თეა შონია











