fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

15:25 July 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილია. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე – ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ.

ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ  და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება.

სასტიკი მოპყრობის შედეგად  ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 2020 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი პირი -გ.რ. დააკავეს, რომელსაც ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: მკვლელობაპროკურატურა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

January 30, 2022
772
მთავარი ამბავი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

December 9, 2021
855
სამართალი

ერთი ძმის მკვლელობისთვის და მეორე ძმის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებული დააკავეს

October 17, 2021
843

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია