გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა . ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.
მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა და თავადაც დაიჭრა, შემდეგ კი ის პოლიციამ დააკავა.
საგამოძიებო ქმედებები ფრანქფურტის მთავარი სადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
თავდამსხმელის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის .
ამასთან ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მიზეზიც.











